
გელათმა ბრწინვალედ გაამართლა მისი დამაარსებლის ეს მიზანი. ჯერ კიდევ დავითის მეფობის ხანაში, გელათი ქართული კულტურის თვალსაჩინო ცენტრი გახდა . საერო ფილოსოფიური მეცნიერების განვითარების დონით თანამედროვენი გელათს '' მეორე ათენს'' უწოდებდნენ, საეკლესიო სასულიერო მოღვაწეობისა და განათლების მიხედვით კი '' მეორე იერუსალიმად'' მიაჩნდათ.
გელათის დაარსება, როგორც ფართო დანიშნულების მქონდე დაწესებულებისა, სრულიად არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა ან დავით მეფის უბრალო სურვილის შედეგი. ეს ღონისძიება ბუნებრივად შეეფერებოდა საქართველოს იმდროინდელ პოლიტიკურ და სამეურნეო-კულტურული განვითარების მაღალ დონეს.
გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - გელათი. გამომცემლობა "ცოდნა". 1959წ.
www.wikipedia.org
0 comments:
Post a Comment